ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. მათივე ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 141 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა, 59 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 3 ათას 567 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 1 355 და დაღუპულია 33 ადამიანი.