პარტია ლელოს წარმომადგენლები ,,ქართულ ოცნებასა“ და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეთანხმებულ მოქმედებაში სდებს ბრალს. ლელოს ბათუმის ოფისის წარმომადგენლებმა ბათუმის მესამე საჯარო სკოლის შენობაში, რომელშიც ორი, მე- 10 და 53 -ე საარჩევნო უბანია განთავსებული ,,ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალა აღმოაჩინა. პარტიაში ამბობენ, რომ ესაა საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევა.
მეათე უბნის თავმჯდომარე ფაქტს უარყოფს ამბობს, რომ ეს მასალები სკოლის შენობის დაცვის სამსახურის მაგიდაზე იდო და არა კომისის სამუშაო ოთახში, რომელიც შენობის მეორე ფლიგელშია განთავსებული. თავად დაცვის თანამშრომელი ვერ აკონკრეტებს,როგორ აღმოჩნდა სახელისუფლებო პარტიის სააგიტაციო მასალა მის მაგიდაზე. არ გამორიცხავს, რომ ეს იყო პროვოკაცია, თუმცა ვისი მხრიდან არ იცის.
ცესკოში აცხადებენ, რომ სააგიტაციო მასალა საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა და ის თუ რა ხდება უბნის გარეთა ტერიტორიაზე მათ პასუხისმგებლობას არ განეკუთვნება.