ჯერ ისევ არ არის დაზუსტებული რამდენი ამომრჩეველი ისარგებლებს გადასატანი ყუთით ქედაში. ოლქის თავმჯდომარე ამბობს, რომ ტრადიციულად, ასეთი ამომრჩევლის რაოდენობა საერთო სიის 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა ეს ციფრი შეიცვალოს.
ქედაში არჩევნების დღეს 31 უბანი გაიხსნება. ერთიან სიაში 15 ათას 673 მოქალაქეა რეგისტრირებული.