ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

23 ოქტომბერი 2020, 14:43 1326 ნახვა

ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია 3500 ლარამდე ოდენობის თანხა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ბენზინგასამართი სადგურიდან წაიყვანეს ერთ-ერთი ავტომობილიც, რომელიც შსს-მ მოგვიანებით  იპოვა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი