ბათუმში საცხობი გატეხეს - წაღებულია თანხა

23 ოქტომბერი 2020, 11:06 6531 ნახვა

დღეს დილით ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, სწრაფი კვების ობიექტი გატეხეს. არსებული ინფორმაციით, საცხობიდან წაღებულია თანხა. 

ადგილზე მისულ ობიექტის მეპატრონეს საცხობი დაზიანებული დახვდა. 

თვითმხილველების თქმით, სამმა ახალგაზრდამ თავდაპირველად ერთი საცხობი გატეხა და 100 ლარამდე თანხა წაიღო, მეორე ობიექტთან კი მეპატრონემ მიუსწრო. 

ობიექტებს სათვალთვალო კამერები ჰქონდათ, თუმცა როგორც მოქალაქეები ყვებიან, უცხო პირებმა ჯერ კამერები დააზიანეს, შემდეგ კი სწრაფი კვების ობიექტიდან თანხა აიღეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში