სარფში ვადაგასული ხორცის პროდუქტების შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს

21 ოქტომბერი 2020, 14:47 1900 ნახვა

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა  სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად დაადგინეს, რომ „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შემოსული 432 კილოგრამი შერეული დასახელების გაყინული ხორცის პროდუქტი ვადაგასული იყო, არ აკმაყოფილებდა საქართველოს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის  მოთხოვნებს და საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის.

,,ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების მოთხოვნების თანახმად, ქვეყანაში საკარანტინო რისკის მქონე პროდუქციის შემოტანისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქონელი დაექვემდებარა განადგურებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი