ვესაუბრე თორნიკე რიჟვაძეს და მუნიციპალურ ტრანსპორტში უსაფრთხოების წესები დაცული იქნება - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი 2020, 14:03 1197 ნახვა

დღეს ინფიცირებული პაციენტების მართვის რაოდენობა აჭარაში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი,წესების უმკაცრესი დაცვით აღვადგინოთ. ამის შესახებ პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით, მას დღეს საუბარი ჰქონდა თორნიკე რიჟვაძესთანაც.

"დღეს მქონდა მე საუბარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და საუბრის ძირითადი მიზანი იყო ,თუ როგორ ვიცავთ მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის ტარების წესებს და ადგილობრივი ხელისუფლება ამას როგორ აკონტროლებს,იქ შესაბამისი თანამშრომლების საშუალებით. ეს იქნება ყურადღების ძირითადი ნაწილი და მეორე მხრივ აჭარაში 2-3 კვირის უკან იყო უმწვავესი სოციალური პრობლემები, როცა ჩვენი მოქალაქეები იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ მუშაობდა სამუშაო ადგილების შენარჩუნების პრობლემა ჰქონდათ. ამიტომ ვამბობთ, რომ რაც უფრო მეტი დისციპლინა გვაქვს და რაც უფრო მეტ წესებს ვიცავთ, მით უფრო მეტი გახსნის შესაძლებლობა გვაქვს. პირდაპირი კავშირია ამაში"-განაცხადა გიორგი გახარიამ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი