აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

13 ოქტომბერი 2016, 00:00 3262 ნახვა

საქართველოს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. “არჩევნები კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული იყო, რომელმაც, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შეფასებით, ძირითადი ფუნდამენტური უფლებების დაცვით  ჩაიარა. ეს არჩევნები ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია.” - ნათქვამია განცხადებაში.  ჯონ კირბი გმობს საარჩევნო უბნებზე მომხდარ რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტს და დარღვევების გამოძიებას  მოითხოვს. “ამერიკა მზად არის, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებებს უწყობს ხელს”, - ნათქვამია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში