„ლელომ“ პრემიერობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა

13 ოქტომბერი 2020, 12:05 1262 ნახვა

პოლიტიკურმა პარტიამ „ლელო - საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა.

„ ჩვენ წარმოვადგენთ არა ახალ სახეს, არამედ ახალ ძალას, ახალ შემართებას, ახალ ენერგიას. ახლებურ მიდგომას და ახლებულ მმართველობას.

ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვთავაზობთ ევროპული სტილის ქართველ პატრიოტს, მამუკა ხაზარაძეს“,- განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "ლელოს" აქვს სერიოზული მისია, რომ დაამარცხოს სიღარიბე, უმუშევრობა და არაპროფესიონალიზმი.

"ჩვენს მიერ შემუშავებულ "მარშალის გეგმას" აქვს კონკრეტული მიზანი, რომ ეს ქვეყანა დააყენოს ფეხზე ძალიან სწრაფად ეკონომიკურად, მოსპოს სიღარიბე და ბავშვთა შიმშილი, აამუშაოს ეკონომიკა. უახლოეს დროში დადგეს ყველაზე მთავარი საკითხის გადასაჭრელად და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება შეძლოს.

ჩვენ ვიქნებით ის ძალა, რომელიც გაისტუმრებს "ქართულ ოცნებას" და არ მოუშვებს ძველ პოლიტიკურ ძალას ხელისუფლებაში"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი