კარტოგრაფების საქმე-ბიზნესმენი დავით ხიდაშელი საქართველოში ჩამოდის

12 ოქტომბერი 2020, 11:36 1267 ნახვა

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც ქართულ მხარეს რუკების დედნები გადასცა, დღეს საქართველოში ბრუნდება. სწორედ ამ რუკების საფუძველზე დაიწყო საქართველოს გენპროკურატურამ ძიება. რა ინტერესი აქვს რუსეთს ე.წ.კარტოგრაფების საქმესთან და როგორ მოხვდა სკანდალური რუკების დედნები ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ხელში - ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას ხიდაშელი ხვალ თავად აპირებს. 8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ისინი სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი