‘’ლელოს“ აქტივისტი გარდაბნის პოლიციაში გამოიკითხა

11 ოქტომბერი 2020, 18:25 1102 ნახვა

გარდაბნის პოლიციაში “ლელოს” აქტივისტის რაშად მუსაევის დაკითხვა დასრულდა. საქმე ეხება "ფეისბუქზე" მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას, რომელშიც "ლელოს" აქტივისტი "ოცნების" წევრს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით.

ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ კონფლიქტი, თავდაპირველად, "ქართული ოცნების" მხრიდან დაიწყო და ისინი "ლელოს" აქტივისტს რაშად მუსაევს ემუქრებოდნენ, რის გამოც აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა მუსაევმა აღნიშნული ვიდეო ჩაწერა. საკითხზე „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მაქსიმალურად უნდა აღმოიფხვრას ნებისმიერი ძალადობის მცდელობა, რათა არჩევნები მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში ჩატარდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი