ომი ყარაბაღში

09 ოქტომბერი 2020, 20:00 1530 ნახვა

მთიან ყარაბაღში კვლავ დაპირისპირებაა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამბობს, რომ საკუთარ მიწას ათავისუფლებენ. ილჰამ ალიევის თქმით,  სომხეთს აქვს ბოლო შანსი, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გაიყვანოს ძალები მთიანი ყარაბაღიდან.მისივე თქმით, სომხური მხარე პოზიციებს თმობს.

ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის ქალაქ ჰადრუტისა და რამდენიმე სოფლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა, თუმცა ამის საპირისპიროდ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას ქალაქ ჰადრუტის აღების თაობაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი