პირველად საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რაპანას კვლევა იწყება

06 ოქტომბერი 2020, 11:43 407 ნახვა

პირველად  საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შავი ზღვის რაპანის მასშტაბური კვლევა იწყება.  პროცესი თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყოს გამოყენებით  5 დღე გაგრძელდება და მასში გარემოს ეროვნული სააგენტოს  სპეციალისტებთან ერთად უცხოელი კოლეგები  ჩაერთვებიან.   ისინი ერთობლივად შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს გონიო-ანაკლიის აკვატორიაში ნიმუშებს  წინასწარ შერჩეულ სადგურებზე აიღებენ. შედეგად კი დადგინდება რაპანის რაოდენობრივი მაჩვენებელი, რა ზეგავლენას ახდენს გარემოზე და შეფასდება როგორც რესურსი. სპეცილისტების განმარტებით,  რაპანას საკვებად იყენებენ ძირითადად აღმოსავლეთ აზიაში და ასევე დასავლეთის ქვეყნებშიც. თუმცა საქართველოს ეს გამოცდილება ჯერ არ აქვს.  რაპანის კვლევა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის , ხმელთა შუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის და პროექტის „BlackSea4Fish“-ის ფარგლებში ხორცილდება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში