დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდათ 

02 ოქტომბერი 2020, 09:35 1090 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდათ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„დღეს პირველმა ლედიმ და მე „კოვიდ-19“-ის ტესტზე დადებითი პასუხი მივიღეთ. დაუყოვნებლივ ვიწყებთ კარანტინსა და გამოჯანმრთელების პროცესს. ამას ერთად დავძლევთ“, – წერს დონალდ ტრამპი.

მანამდე, კორონავირუსი დაუდასტურდა ტრამპის მრჩეველს, ჰოუპ ჰიკსს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტს ახლდა, მათ შორის, რამდენიმე დღის წინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების დებატებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში