კონფლიქტის ზონაში ცოცხალი ძალის დანაკარგია

01 ოქტომბერი 2020, 13:41 1221 ნახვა

აზერბაიჯანული მხარე კიდევ ორი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ იუწყება. მამა-შვილი  აღდამის რეგიონში  სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულ საარტილერიო თავდასხმას ემსხვერპლა. მანამდე აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის აგრესიის შედეგად 27 სექტემბრიდან დღემდე 16 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო  23 დაღუპული ჯარისკაცის შესახებ იუწყება. უწყების ვებგვერდზე დაღუპული ჯარისკაცების სახელები გამოაქვეყნეს. მათივე ინფორმაციით, სულ სომხეთის ძალების დანაკარგი 103 ჯარისკაცია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში