"ქართული ოცნების" პარტიული სიის ათეული აჭარის უმაღლეს საბჭოში

01 ოქტომბერი 2020, 14:47 3348 ნახვა

პოლიტიკურმა გაერთიანება "ქართულმა ოცნებამ" აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატთა პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ნომერია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. 

პარტიული სიის ათეული აჭარის უმაღლეს საბჭოში ასეთია:

1.თორნიკე რიჟვაძე-აჭარის მთავრობის თავმჯდომარე;

2.დავით გაბაიძე-აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;

3.ჯაბა ფუტკარაძე-აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი;

4.თინათინ ზოიძე-აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე;

5.გიორგი მანველიძე-ბათუმის საარჩევნო შტაბის უფროსი;

6.ირაკლი ჭეიშვილი-აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი;

7. ნადიმ ვარშანიძე-ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე;

8.ფატი ხალვაში-საქართველოს პარლამენტის წევრი;

9.დავით თედორაძე-აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი;

10.ლადო მგალობლიშვილი-აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი.

"მოლოდინები გვაქვს პოზიტიური. გვგონია, ვფიქრობთ და დარწმუნებულნი ვართ, რომ აჭარის მოსახლეობა ამ სიას მხარს დაუჭერს და ჩვენ მოვიპოვებთ იმგვარ უმრავლესობას აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომ დამოუკიდებლად დავაკომპლექტებთ აჭარის მთავრობას.

ხუთეულში აქცენტი გაკეთდა კანდიდატთა გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე"-განაცხადა დავით გაბაიძემ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში