დღეს ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართება

01 ოქტომბერი 2020, 10:20 1463 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა 32 მონაწილე ცნობილია. დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართება. წლევანდელ სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს ოთხი დებუტანტი ეყოლება.

ჩემპიონთა ლიგაზე პირველად : "კრასნოდარი", "მიდტიულანდი", "რენი" და "ბაშაკშეჰირი" იაპსარეზებენ. 32 კლუბი 4 კალათაშია გადანაწილებული.

I კალათი: „ბაიერნი“ (გერმანია), „სევილია“ (ესპანეთი), „რეალი“ (ესპანეთი), „ლივერპული“ (ინგლისი), „იუვენტუსი“ (იტალია), „პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი), „ზენიტი“ (რუსეთი), „პორტუ“ (პორტუგალია)

II კალათი: „ბარსელონა“ (ესპანეთი), „ატლეტიკო“ (ესპანეთი), „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი), „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი), „შახტარი“ (უკრაინა), „დორტმუნდი“ (გერმანია), „ჩელსი“ (ინგლისი), „აიაქსი“ (ნიდერლანდები)

III კალათი: „დინამო“ (უკრაინა), "ზალცბურგი" (ავსტრია), „ლაიფციგი“ (გერმანია), „ინტერი“ (იტალია), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), „ლაციო“ (იტალია), "კრასნოდარი" (რუსეთი), „ატალანტა“ (იტალია)

IV კალათი: „ლოკომოტივი“ (რუსეთი), „მარსელი“ (საფრანგეთი), "ბრიუგე" (ბელგია), "გლადბახი" (გერმანია), "ბაშაკშეჰირი" (თურქეთი), “მიდტიულანდი“ (დანია), "რენი" (საფრანგეთი), "ფერენცვაროში" (უნგრეთი)

უეფას სპეციალური გადაწყვეტილებით რუსული და უკრაინული კლუბები ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან. 2020/21 წლების ჩემპიონთა ლიგაზე ორი ქართველი ‘’ფერენცვაროშის’’ შემადგენლობაში ლაშა დვალი და ‘’შახტრარში’’ დათა ხოჭოლავა ითამაშებს. ჩემპიონთა ლიგის წილისყრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ევროპის პრესტიჟულ ტურნირზე პირველი ტურის შეხვედრები 20-21 ოქტომბერს გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი