ბაქოსთვის ერევნის ბრალდებები აბსურდია

30 სექტემბერი 2020, 16:31 151 ნახვა

სომხეთის სამხედრო- საჰაერო ძალების სუ-25 ტიპის ორი თვითმფრინავი მთას შეეჯახა და აფეთქდა. განცხადებას აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიკმეტ გაჯიევი აკეთებს და ერევნის ბრალდებებს აბსურდსა და  მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას უწოდებს.   

მანამდე სომხეთმა განაცხადა, რომ  სომხური სუ-25 თურქულმა ეფ-16 ტიპის ავიაგამანადგურებელმა  სომხეთის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდო. პილოტი დაიღუპა. დღეს ოფიციალურმა ერევანმა პილოტის ვინაობა დაასახელა და ჩამოგდებული თვითმფრინავის კადრები გამოაქვეყნა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის ჯარი ახალ ფართომასშტაბიან თავდასხმებზე გადავიდა. მოწინააღმდეგე საავიაციო, საარტილერიო და სარაკეტო საშუალებებიდან ხსნის ცეცხლს.

გამოიყენება შორი მოქმედების  რადიუსის და წერტილოვანი განადგურების იარაღი, უპილოტო საფრენი აპარატები - აცხადებს სომხური უწყების წარმომადგენელი არცრუნ ოვანისიანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში