დაძაბული ვითარება მთიან ყარაბაღში

28 სექტემბერი 2020, 19:53 1279 ნახვა

დედამიწის ცხელი წერტილი ახლა, მთიანი ყარაბაღია. სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირების გამწვავებიდან ჩანს, რომ ეს არა მორიგი შეირაღებული ინციდენტი არამედ სერიოზული კონფლიქტია. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტროში ინფორმაციით, დღევანდელ შეტაკებებს კიდევ 28 სომეხი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა. პარალელურად სომხეთის პრეზიდენტი, თურქეთს აზერბაიჯანის დახმარებაში ადანაშაულებს. სომხური მედიის ცნობით, შეტაკებებში მონაწილეობას თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიული დაჯგუფების წევრებიც იღებენ. აზერბაიჯანელი ანალიტიკოსი კი ამბობს, რომ უკვე წლებია მათი ტერიტორიები ოკუპირებულია და დიალოგმა 30 წლის განმავლობაში შედეგი ვერ გამოიღო. მოწოდებების მიუხედავად, მხარეები ცეცხლის შეწყვეტას ჯერ-ჯერობით არ აპირებენ

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი