“რუსეთი ოკუპანტია”-ბანერი ენგურის ხიდზე

27 სექტემბერი 2020, 18:20 923 ნახვა

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, პარტიის წევრებთან ერთად, სოხუმის დაცემიდან 27 წლის თავზე, ენგურის ხიდთან მივიდა. ევროპული საქართველოს წევრებს ხელში ბანერი, წარწერით "რუსეთი ოკუპანტია" ეჭირათ.

უგულავას თქმით, აუცილებლად დადგება დრო როცა აფხაზებისთვის და ოსებისთვის პრაგმატულად უსარგებლო იქნება რუსეთის კოლონიად ყოფნა და სწორედ ამ დროს უნდა ვიყოთ მზად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში