მე-16 პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთ თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.მათი ცნობით, ვირუსი დაუდასტურდა თანამშრომელს რომელიც ამანათებს არიგებდა, შესაბამისად მას პატიმრებთან და დაწესებულების ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.
პენიტენციური დაწესებულების ინფორმაციით ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მასთან გარე სივრცეში კონტაქტში მყოფ პირებს კი PSR ტესტირება ჩაუტარდათ და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია - წერია განცხადებაში.