,,ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა და დაწესებული ახალი რეგულაციები ხელისუფლების მხრიდან ეპიდვითარების არასწორი მართვის შედეგია“- ეს განცხადება, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, ,,ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა არმაზ ახვლედიანმა გააკეთა.
ვახტანგ კალოიანი კი ხელისუფლებას ჯანდაცვის სისტემას უწუნებს. მისი შეფასებით, არასწორი მენეჯმენტის გამო დარგი 6 თვის შემდეგაც გაუმართავია. თქვა, რომ მედპერსონალს რისკის ქვეშ, არასათანადო ანაზღაურებით უწევთ მუშაობა. მმართველ გუნდში როგორც აცხადებენ ბრალდებებს მოგვიანებით უპასუხებენ.