დაკავება კიბერდანაშაულისთვის

24 სექტემბერი 2020, 10:10 1315 ნახვა

კიბერდანაშაულკისთვის სამართალდამცველებმა ორი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა მის მიერ კუსტარულად აწყობილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით მოახერხა  სენაკსა და  ზესტაფონში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატების პროგრამული უზრუნველყოფის გასაღების კოდის გაწერა. მან, კუსტარული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით, ონლაინ ტოტალიზატორის მის მიერვე შექმნილ არავერიფიცირებულ და ერთ-ერთი მომხმარებლის ვერიფიცირებულ ანგარიშებზე თაღლითური გზით გადარიცხა 7000 ლარი.

თანხის ნაწილი ონლაინ ტოტალიზატორის მომხმარებელთან ერთად გაანაღდა, ნაწილი კი ქობულეთში მდებარე ერთ-ერთი ბანკომატიდან თავად გამოიტანა.ორივე ბრალდებული ოზურგეთში დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი