შემოსავლების სამსახურის ბოლო ათი დღის მონაცემებით, ქვეყანაში 5 000 ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.
უწყების ინფორმაციით, აღურიცხავი პროდუქცია სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, კუსტარულად მოწყობილი საწვავის ავზებით შემოაქვთ. სამართალდარღვევა სანქციის სახით ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.