მთავარი არხის ტელესახე, გადაცემა "სხვა ნანუკას" შოუს ავტორი და წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქში "ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა რეგიონებში მაჟორიტარების კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
"ამ კანდიდატს განსაკუთრებით წარვადგენ, ის წლებია, მიკროფონით ხელში იბრძვის სამართლიანობისთვის და ადამიანის უფლებებისთვის. ახლა უკვე ნანუკა საკანონმდებლო ორგანოდან გაცილებით აქტიურად იბრძოლებს იმ ხალხისთვის, რომელსაც ასე აქტიურად აშუქებდა" - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
წარდგენას ჟორჟოლიანი არ დასწრებია.
დღეს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და გაერთიანებულმა ოპოზიცია - ძალა ერთობაშიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 25 მაჟორიტარულ ოლქში წარადგინეს.