ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის კორონავირუსით დაავადების გამო ევროკავშირის სამიტი 1-2 ოქტომბრისთვის გადაიდო. უმაღლესი დონის შეხვედრა 24-25 სექტემბერს იგეგმებოდა და მასზე ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებზე უნდა ემსჯელათ.
შეხვედრაზე ევროპელ ლიდერებს რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებული ინციდენტის ფონზე პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ბედი უნდა გადაეწყვიტათ.