ტრამპი კორონავირუსის გამო ჩინეთის დასჯას მოითხოვს

22 სექტემბერი 2020, 20:05 1338 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაეროს დაარსებიდან 75-ე წლისთავთან დაკავშირებით ჩაწერილ ვიდეომიმართვაში  მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო ჩინეთის დასჯას მოითხოვს.   „ვირუსის პირველ დღეებში ჩინეთმა ქვეყნის შიგნით გადაადგილება შეზღუდა, თუმცა თვითმფირინავებს ჩინეთის დატოვების საშუალება მისცა , რითაც   მსოფლიოში  ახალი კორონავირუსის  გავრცელებას შეუწყო ხელი.

გაერომ  ჩინეთს ამის გამო პასუხი უნდა  აგებინოს-განცხადება ტრამპა.  თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა კი თავის ვიდეომიმართვაში მოითხოვა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდეს კორონავირუსის წინააღმდეგ  შემუშავებული ვაქცინები და მედიკამენტები.

მანვე აღნიშნა, რომ აუცილებელია  პანდემიით გამოწვეული ადამიანებისა და ქვეყნების იძულებითი დაყოფის მიუხედავად, კოვიდ-19-თან ბრძოლაში ძალისხმევის გაერთიანება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში