უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა

22 სექტემბერი 2020, 15:00 1508 ნახვა

უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს ნარკოლოგიურიდან ცნობის წარდგენა აღარ დასჭირდებათ.  ამ დოკუმენტს, მხოლოდ არჩევის შემთხვევაში წარმოადგენენ უკვე წევრები. პარლამენტის შემდეგ ცვლილება უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ  კანონშიც შეიტანეს.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატი თუ ნარკოტიკების მომხმარებელია მასზე რაიმე სანქცია არ გატარდება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განმარტებით, უბრალოდ საზოგადოებას ამის შესახებ ექნება ინფორმაცია. 

ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა ევროპული  საქართველოს წარმომადგენელს და უმრავლესობიდან ნინო ჩხეტიას.

დღესვე კომიტეტებმა მუშაობის ანგარიში წარადგინეს. სხდომას არც დღეს დასწრებია ნაციონალური მოძრაობის წევრები. მათ დღის წესრიგი გააპროტესტეს. გიორგი დიასამიძის თქმით ეპიდ ვითარების გათვალისწინებით უმაღლესი საბჭო ანგარიშების მოსმენით არ უნდა დაკავებული. მას  დავით გაბაიძემ უპასუხა, თქვა რომ არჩევნებამდე 1 თვით ადრე სხდომები აღარ ჩატარდება. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი