24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რომ აღვადგინოთ ეკონომიკა და დავიცვათ უმთავრესი, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა - თორნიკე რიჟვაძე

18 სექტემბერი 2020, 21:06 1319 ნახვა

"ეპიდვითარება, არის ერთმნიშვნელოვნად საყურადღებო, რისკები და დაინფიცირების შემთხვევები გაზრდილია, მაგრამ არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, არ იგეგმება არც მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება, მხოლოდ ლოკალური კონტროლის გაძლიერებით, მათ შორის ვირუსთან ადაპტირებით და თანაცხოვრებით უნდა შევძლოთ ის, რომ ეკონომიკა არ დავაზიანოთ, გავუფრთხილდეთ მოქალაქეების სიცოცხლეს და გადავარჩინოთ უამრავი ადამიანი - აცხადებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეების ჩართულობა და სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციის სამართავად. მისივე თქმით, ვირუსთან ადაპტაციის ფარგლებში უნდა მოხდეს ეკონომიკის აღდგენა.

"რაც შეეხება ეკონომიკას, ვირუსთან ადაპტაციის ფარგლებში ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა და პოსტკრიზისული პერიოდი, ვაქციოთ ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობად. ზაფხულში ჩვენ არ გვქონდა შემზღუდავი ღონისძიებები, ამან მოგცა საშუალება ტურიზმს მეტნაკლები დატვირთვით ემუშავა.

“მეორე ტალღის საწყის ეტაპზე ჩვენ გვმართებს მაქსიმალური მობილიზება, მაქსიმალური მუშაობა მოქალაქეებთან ერთად, რომ ერთის მხრივ ეკონომიკა აღდგეს და რა თქმა უნდა ამის პარალელურად დავიცვათ ყველაზე მთავარი და ღირებული ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა" , - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში