ეროვნული ვალუტის მორიგი ანტირეკორდი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო ერთ დღეში ლარი დოლართან მიმართებით 3 თეთრით გაუფასურდა და 3 ლარი 18 თეთრი შეადგინა.
რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, აქ დოლარის ყიდვა 3 ლარად და 22 თეთრადაა შესაძლებელი. ლარი 24 საათის განმავლობაში 2 თეთრით გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც. ერთი ევროს შეძენა 3 ლარად 74 თეთრად არის შესაძლებელი.
რაც შეეხება დინამიკას, მხოლოდ სექტემბერში ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ლარი დოლართან მიმართებით 12 თეთრით, ევროსთან კი 10 თეთრით გაუფასურდა.