პირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობა დაიწყო. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება დაიწყო ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქმარი ცოლს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ამასთან მას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა . მოძალადის მიერ ძალადობის განმეორების რისკების შეფასებისა და მსხვერპლის თანხმობის შემდეგ მიიღე სწორედ გადაწყვეტილება რომ მამაკაცი ელექტრონული ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყოს.