ჩვენ არ ვაპირებთ და არ ვართ მზად, მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ - პრემიერი

11 სექტემბერი 2020, 15:33 1834 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. მკაცრდება ზომები და ამოქმედდება ახალი რეგულაციები. 

გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სიტუაციას სრულად აკონტროლებს. 

''არ ვაპირებთ და არა ვართ მზად მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ.  ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ  ის მიღწევა, რომელიც გვაქვს ვირუსის კლინიკური მართვის ნაწილში, ეკონომიკაშიც უნდა გადავიტანოთ და მოვახდინოთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. ამისთვის გვჭირდება ვირუსის მენეჯმენტი და მართვა  იყოს ეფექტური. ეს არ არის რთული მოთხოვნები.

პირბადის ტარება არ არის რთული მოთხოვნა.  გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს და მე ვფიქრობ, რომ ამ შეზღუდვებს მოქალაქეები გაგებით მოეკიდებიან. კარგად გვესმის, რომ მტავრობის ნებისმიერი ნაბიჯს ეყოლება უმარავი კრიტიკოსიც და მაქებარიც, ჩვენთვის მთავარი არის მოქალაქის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ეკონომიკა'' - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში