საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა

11 სექტემბერი 2020, 10:28 1205 ნახვა

საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა. კარანტინის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბაზის ტრენერს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრენერის ინფიცირება რუსთავის კლასტერს უკავშირდება.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 14 სამხედრო მოსამსახურე, დადასტურებული შემთხვევის პირდაპირი კონტაქტები.

საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე მყოფ 153 პირს ტესტირება უკვე ჩაუტარდათ, თუმცა კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი