მოსახლეობა უკვე ასახელებს სარიტუალო დარბაზებს და იქ ყოფნის თარიღებს - რუსუდან შავიშვილი

10 სექტემბერი 2020, 14:13 1692 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, უკვე ორი დღეა საზოგადოების მხრიდან იგრძნობა თანმხვედრი ნაბიჯები და მათ დაიწყეს იმის გამჟღავნება თუ როდის და რომელ სარიტუალო დარბაზში იმყოფებოდნენ.

''ჩაღრმავებული ეპიდკვლევისას არცერთი არ ადასტურებდა სარიტუალო დარბაზში ყოფნისას ფაქტს. გუშინ უკვე წამოვიდნენ შემხვედრ ნაბიჯებზე და ასახელებენ სარიტუალო დარბაზებს და იქ ყოფნის თარიღებს.

მე ვფიქრობ, რომ ის მოწოდება რაც იყო რეკომენდაციების დაცვის შესახებ უგულველყოფილი აქვთ სარიტუალო დარბაზებს და ალბათ ამას უკავშირებდნენ, რომ თვითონ ნებსით თუ უნებლიეთ გახდნენ ყველაფრის დამრღვევები'' - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა. 

რამდენიმე დღის წინ ბათუმში გამართულ ქორწილში კორონავირუსი ერთ-ერთ სტუმარს დაუდასტურდა, რამაც გურიას "მწვანე ზონის" სტატუსი მოუხსნა. დღეს კი პრემიერმა განაცხადა, რომ ქორწილმა, რომელიც თბილისში ჩატარდა ხუთი დამატებითი კლასტერი შექმნა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი