დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

09 სექტემბერი 2020, 19:05 1409 ნახვა

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. არსებული ინფორმაციით, ვირუსზე პირველი ტესტი უარყოფითი იყო, თუმცა ორდღიანი თვითიზოლაციის შემდეგ განმეორებითმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა კორონავირუსი პარლამენტის დეპუტატს დაუდასტურდა. გოგიჩაიშვილი პარლამენტში 3 სექტემბერს იმყოფებოდა და პლენარულ სხდომას ესწრებოდა.

"როგორც ცნობილია, პარლამენტის წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, გადავა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდება ტესტირება.

სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება დეპუტატის სამუშაო სივრცე. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია. შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს.

დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. საკანონმდებლო ორგანო განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად", - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი