ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ნაწილს გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალი დაუზუსტდათ. მათ შორის არიან, საბა გოგშელიძე, ირაკლი მუმლაძე, ირაკლი წაქაძე, ვახტანგ ჩიქოვანი.
როგორც ფეხბურთელ ირაკლი წაქაძის ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა განაცხადა, ბრალდებულს 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნტის სახით ახალი ბრალი წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.