საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის განცხადებით ახალი შემთხვევებიდან 4-ის ინფიცირების წყარო უცნობია.
„დაგვემატა 28 ახალი შემთხვევა, საერთო ჯამში ინფიცირებული 1596 გახლავთ. 28 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 12 არის „დონას“ კალსტერთან დაკავშირებული და ჯამში აღნიშნულ კლასტერში 36 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 3 დაავადებულ პირთან კონტაქტია, 3 არის რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელი, 2 დადასტურებული შემთვევა იმპორტირებულია, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 4 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში და იქ ეპიდზედამხედველობის კერაში გამოვლენილი პაციენტები გახლავთ, 4 პაციენტზე ეპიდკველვა მიმდინარეობს კონტაქტების და წყაროს მოძიების მიზნით"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 1294-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 250 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.