დღესვე აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდა პარტია „ჩვენი საქართველო _სოლიდარობის ალიანსი“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში ბათუმის ოლქში აპირებს საკუთარი კანდიდატურის დაყენებას. ჯაშის თქმით პარტია ღირსეულ კონკურენციას გაუწევს არჩევნებში მოწინაღმდეგეებს.