კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 საკონდიტრო მაღაზია "დონას" კლასტერია 

02 სექტემბერი 2020, 11:08 3621 ნახვა

საქართველოში ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 38 ახალი შემთხვევიდან 22 საკონდიტრო მაღაზია "დონას" კლასტერიდანაა-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 7 შემთხვევა დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტია, 4 იმპორტირებულია, მათგან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 5 პირზე კი მიმდინარეობს კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

"დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 251 დადასტურებული შემთხვევა. მათგან კრიტიკულია 3. მძიმეა-15, დანარცენების მდგომარეობა საშუალო და მათზე მსუბუქია.

16 აპრილის შემდეგ ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რისი მატებაც გვაქვს. დღევანდელი მონაცემებით, მართალია ამ შემთხვევების ძირითადი წყარო საკონდიტრო მაღაზია "დონაა", მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ თავი უნდა დავიცვათ, რეგულაციები უნდა შევასრულოთ და საუკეთესო საშუალება თავის დაცვის დისტანცირება და პირბადეა.

უნდა გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმები ძირითადად იქ სადაც თავშეყრის ადგილებია, ანუ ეს არის სავაჭრო ობიექტები, ტრანსპორტი. იქ სადაც შეიძლება 10 კაცზე მეტი შეიკრიბოს"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ბოლო 24 საათის განმავლობაში 17-ით გაიზარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი