საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების თარიღი 31 ოქტომბერია. გადაწყვეტილებას ხელი სალომე ზურაბიშვილმა გუშინ მოაწერა. მან საზოგადოებას მობილიზებისგან მოუწოდა. დღეს უკვე ოფიციალურად გაიხსნა წინასაარჩევნო კამპანია. პარტიების ნაწილმა მაჟორიტარობის კანდიდატები საზოგადოებას უკვე წარუდგინა.