ცოტნე ანანიძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატი ქობულეთის სამაჟორიტარო ოლქში. ზაალ მიქელაძე კი ქობულეთის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში. „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატები ამომრჩეველს დღეს ოფიციალურად წარუდგინა.
გამომსვლელებმა მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და გამარჯვების შემთვევაში მათი გადაჭრის პირობა დადეს. ცოტნე ანანიძე უმაღლესი საბჭოში მოქმედი დეპუტატია ზაალ მიქელაძე კი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოზიციას იკავებდა.