საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P“-მ, უცვლელად დატოვა საქართველოს სუვერენული რეიტინგი, ასევე პერსპექტივა „სტაბილური“ და იმ ფონზე, როცა პანდემიის გლობალური გამოწვევისას, წლის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანას გაუუარესდა სუვერენული საკრედიტო რეიტინგები, მათ შორის სერბეთს, ბულგარეთს, საბერძნეთსა და სხვა ქვეყანას. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB დონეზე და პერსპექტივის უცვლელად დატოვება იმის ინდიკატორია, რომ საქართველოს ეკონომიკა ინვესტორებისთვის კეთილსაიმედოა.