“ჩვენ გვაქვს სწორება მომავალზე და ამ გუნდს შესწევს ძალა განავითაროს პოზიტიური დინამიკა“ - ცოტნე ანანიძე

31 აგვისტო 2020, 17:20 1293 ნახვა

''ბევრი გზა გავიარეთ, მაგრამ კანონის და ადამიანური ეთიკისთვის არ გადაგვიხვევია და არც მომავალში ვაპირებთ. მე და ბატონი ზაალი გპირდებით, რომ არასდროს, არცერთ ვითარებაში არ შეგრცხვებათ თქვენი არჩეული მაჟორიტარების'' - ასე მიმართა მოქალაქეებს უმაღლესი საბჭოს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცოტნე ანანიძემ დღეს წარდგენისას მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ ''ქართული ოცნების'' მმართველობის მთავარი პრიორიტეტები არის სოციალური მიმართულება, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, ადამიანის უფლება და თავისუფლება. ამ მიმართულების სამიზნე კი არის ადამიანის კეთილდღეობა. ჩვენ გვაქვს სწორება მომავალზე და ამ გუნდს შესწევს ძალა განავითაროს პოზიტიური დინამიკა.

ასეც იქნება 31 ოქტომბრის შემდეგ. ჩემო ძვირფასო მოქალაქეებო, საქართველოს სახელმწიფოს მესაკუთრეებო მინდა შეგახსენოთ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით კარსმომდგარი საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. აქა ვდგევარ და არ ძალმიძს არ გავიხსენო, რომ ჩვენს ქვეყანას სულ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო სამართალწარმოება ჰქონდა - სისასტიკით გამორჩეული პენიტენციური დაწესებულებები.

ეს ათასობით ქართველმა გამოვიარეთ, მაგრამ საბედნიეროდ ეს სისტემა და მათი შემქმნელები წარსულშია და მინდა გთხოვოთ, რომ ნუ დააბრუნებთ ამ შავ-ბნელ წარსულ ჩვენი ულამაზესი სახელმწიფოს სადავეებთან. მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა ზაალ მიქელაძეზე. ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იცავდა ჰიპოკრატეს ფიცს და რომელიც მუდმივად იყო ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ორივე ჩვენგანს გააზრებული გვაქვს პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის წინაშე, ჩვენ გვესმის რას ნიშნავს იყო ასეთი ამაყი და ღირსეული ხალხის წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოებში'' - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში