არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება

31 აგვისტო 2020, 16:11 1434 ნახვა

არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება რამდენიმე წუთის წინ გამოსცა და მოსახლეობას მოუწოდა არჩევნებამდე დარჩენილი 2 თქვე მაქსიმალურად მშვიდად გაიარონ.

"ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების აქტს. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს, როგორც ითვალისწინებს ჩვენი კონსტიტუცია. მე მინდა მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ ეს პერიოდი, ის 2 თვე რაც დარჩენილია არჩევნებამდე ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად. აუცილებელია დღევანდელ პირობებში, წელს განსაკუთრებით როცა გავიარეთ კოვიდის პანდემია და საკმაოდ მძიმე წელი იყო, საჭიროა ყველამ მშვიდად მოვემზადოთ არჩევნებისთვის. ამ არჩევნებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობას, როგორც ჩვენმა საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ და დღესაც აჩვენა მსოფლიოს, რომ შეუძლია მართოს ასეთი მძიმე ეპიდემია, რომ მაღალი საზოგადოებრივი შეგნებით აჩვენოს, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები ასევე უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები და მე მჯერა, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ასე ჩავატაროთ, დემოკრატიულად, მშვიდად, გამჭვირვალედ მომავალი არჩევნები.

30 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველომ ჩაატარა უკვე მაშინაც დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ ეს ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ და წარვდგეთ მსოფლიოს წინაშე, როგორც უკიდურესად დემოკრატიული ქვეყანა"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი