დაპირისპირებისა და აქციების ფონზე ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნას 15 სექტემბრიდან აპირებს. აკრძალვა „საზღვრის“ კვეთაზე აპრილის დასაწყისიდან მოქმედებს, რომელიც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა. ე.წ. ჯანდაცვის მინისტრს დაავალა, გაზარდოს მედიკამენტებისა და საჭირო მასალების დღეისთვის არსებული მარაგი, ასევე მოემზადოს პაციენტების მისაღებად.