ამ წუთებში ქართული ოცნების ლიდერები მაჟორიტარ კანდიდატებს აჭარის მაღალმთიანეთში წარადგენენ, გუშინ კი მმართველმა გუნდმა ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რესან კონცელიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად კი მოქმედი სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე დაასახელეს.
მაჟორიტარი დეპუტატობის წარდგენის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი, ქართული ოცნების გენერალური მდივანი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.