მიხელ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების თემა, 2014 წელსაც იყო აქტუალური. უკრაინაში მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მაშინაც დააანონსა ჩამოსვლა, თუმცა არ შემოსულა საქართველოში და ყოფილ თანაგუნდელებს, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, თურქულ მხარეს შეხვდა. მაგიდასთან კი სიმბოლურად ჭიქა ჩაი დაიდგა.