საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა - მაშველებმა სახლიდან სამი ბავშვი გამოიყვანეს

28 აგვისტო 2020, 12:27 1448 ნახვა

გლდანის მასივში ერთ-ერთი მრავალსართლიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა 3 ბავშვი გადაარჩინეს

''შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა 30-მდე მეხანძრე-მაშველისა და სახანძრო - სამაშველო ტექნიკის მობილიზება. ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი უვნებლად რამდენიმე წუთში გამოიყვანეს, რომლებსაც ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს. პარალელურად განახორციელეს პრევენციული სამუშაოები და დაიწყეს ხანძრის ქრობა'' - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი