ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ყოფილი რედაქტორის, მაია მერკვილაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლემ იმით დაასაბუთა, რომ მერკვილაძე იგივე ფუნქციითა და ხელფასით განაგრძობს მუშაობას და ტელევიზიის დირექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას “პირდაპირი ან უშუალო ზიანი” მოსარჩელისთვის არ მიუყენებია.
აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების ყოფილი რედაქტორი სასამართლოში იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლითაც მისი შტატი ტელევიზიაში საერთოდ გაუქმდა.
მაია მერკვილაძე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ტელევიზიის ადმინისტრაციაში არგუმენტებს, რომლითაც მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო სამართლიანად მიიჩნევენ.