აჭარაში covid-19 ოთხ მოქალაქეს დაუდასტურდა - აქედან ორი ქობულეთში სასტუმროს მფლობელის კონტაქტია

25 აგვისტო 2020, 10:48 1590 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ორი ქობულეთს უკავშირდება და ისინი საოჯახო სასტუმროს მფლობელთან კონტაქტში მყოფი პირები არიან.

covid-19  დაუდასტურდა საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის ორ მძღოლს. ერთი საქართველოს, ხოლო მეორე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, აღნიშნული პირი მკურნალობის გასაგრძელებლად საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა.

უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში სულ 608 ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა.

ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის 32 პაციენტი. ერთი პაციენტი მკურნალობის გასაგრძელებლად ქუთაისში გადავიდა.

დღეს, 25 აგვისტოს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი, მეცხრამეტე პაციენტი ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი